Article 38. აეროდრომისა და ვერტოდრომის დაპროექტება და მშენებლობა
1. აეროდრომისა და ვერტოდრომის მშენებლობისთვის საჭირო (ვარგისი) ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმით, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოყოფილ ტერიტორიაზე აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფრენის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით.
3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის შემთხვევაში მათი დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ნორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. მუხლი 39. აეროდრომისა და ვერტოდრომის სერტიფიცირება 1. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომი და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას.
2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის სერტიფიცირების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომი და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომი, რომლებიც სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენება, ექვემდებარება სერტიფიცირებას სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის სერტიფიცირების წესის შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საჰაერო კოდექსი
