„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
Article 37. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება
1. საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებისა და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას. 1 1 . საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.
2. საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის : ა ) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე ; ბ ) მისი ხელმოწერის დღიდან , თუ წარმოდგენილია უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი , რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ პირი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობას . საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის ორგანული კანონი №3354-სსმ I, №41, 21.07.2010წ., მუხ.254 საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის ორგანული კანონი №3658-სსმ I, №53, 11.10.2010წ., მუხ.342 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1020 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
