„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
Article 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა
1. ამ კანონის შესაბამისად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში; ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში; გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით; დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა პირმა არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ მის მიმართ არსებობს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6302 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. თავი IV. საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის წესი
