„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
Article 34. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების შეტანა
1. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებებ ს დაინტერესებულ ი პირებ ი წარუდგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ს (შემდგომ – სააგენტო). საქართველოს ფარგლებ ი ს გარეთ მცხოვრები პირები განცხადებებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით უგზავნიან სააგენტოს ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს.
2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე არასრულწლოვანთა და ქმედუუნარო პირთა შუამდგომლობები შეაქვთ მათ კანონიერ წარმომადგენლებს.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე განცხადება დაინტერესებულ პირს შეაქვს სააგენტოში ან შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2381-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.365 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802- სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247 საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის ორგანული კანონი №3658-სსმ I, №53, 11.10.2010წ., მუხ.342 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6316 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
