Article 47^1. სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლება
სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამა არის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი ან დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
უმაღლესი განათლების შესახებ
