2. აკრედიტაციის სტანდარტებია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა; ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა; გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა; დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა; ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა), ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება მხოლოდ მის მიერ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაშია შესაძლებელი.
6. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომელიც შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრები მის საქმიანობაში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში მითითებულია ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება. 6 1 . აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ წევრებსა და მოწვეულ წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს აკრედიტაციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.
8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, უფლება აქვთ, ხარისხის კონტროლის მიზნით ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის შეფასებები შესაძლებელია განიხილოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მსვლელობისას. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1916 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.226 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2941 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.123 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. . საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1225 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.