1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის.
2.აღიარებას ექვემდებარება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.კრედიტების აღიარების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს პირის მიერ უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
4.საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს ამ კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
5.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.
6.კრედიტების აღიარება ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით.
7.მობილობისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევებში შესაბამისი კრედიტების აღიარება ხდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1225 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. თავი VIII. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების წესი

