1.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის ამ კანონით დადგენილი წესით: ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდებას; ბ) პასუხისმგებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის მიერ საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; გ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის პროგრამული დაფინანსების გამოყოფას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; დ) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
2.საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დიპლომატიის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს საბაკალავრო პროგრამა, სამაგისტრო პროგრამა და მისი წესდებით გათვალისწინებული სხვა საგანმანათლებლო კურსები/პროგრამები.
3.ამ კანონსა და დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელ სპეციალურ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური სამართლებრივი აქტები.
4.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე შეიძლება დადგინდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.
