1.სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ კანონით დადგენილი წესით: ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდებას; ბ) პასუხისმგებელია სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; გ) უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; დ) მონაწილეობს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
