1.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ამ კოდექსის 113-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული პირობების არსებობისას დაუბრკოლებლად დაუშვას საგადასახადო შემოწმების ჯგუფი თავის ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში, გარდა ფიზიკური საცხოვრებელი ბინისა, რომელში შესვლაც შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ასეთ შემთხვევაში თანამდებობის პირის ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში დაუშვებლობა ჩაითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
