1.სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება აქვს ხელშეკრულების თანახმად მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2.სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია უარი თქვას მიწვევაზე, თუ მას აქვს პირადი ან სხვა სახის მოტივაციით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტი ან/და დაინტერესებულია საგადასახადო კონტროლის პროცედურების შედეგით.
3.სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება აქვს მიიღოს გასამრჯელო თავისი მოვალეობების შესრულებისათვის იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს მოვალეობები სრულდება სამსახურებრივი დავალების ფარგლებში.
4.სპეციალისტის ან/და ექსპერტის კომპენსაციებისა და გასამრჯელოს ოდენობას და მათი გაცემის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ისინი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1910 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.220




