საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.საწარმოები/ორგანიზაციები ან მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულნი არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) არა უგვიანეს 15 მაისისა – 25%; ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25%; გ) არა უგვიანეს 15 სექტემბერისა – 25%; დ) არა უგვიანეს 15 დეკემბერისა – 25%.
2.გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ გააჩნდა დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მიმდინარე გადასახადებს არ იხდის.
3.თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიმდინარე გადასახდელების გადახდის სავადომდე 5 კალენდარული დღით ადრე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები. ამასთანავე, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში. 3 1 . თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელები გადაიხადოს წინა საგადასახადო წლის დასაბეგრი შემოსავლიდან (მოგებიდან) მიმდინარე წლისთვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადაანგარიშებული თანხებიდან.
4.მიმდინარე გადასახდელთა ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელს ჩაეთვლება საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ გადასახადში.
5.მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 კარი X დამატებული ღირებულების გადასახადი თავი XXX ზოგადი დებულებანი
The amendments this article has been through
Changes the effective date of certain provisions within the Tax Code.
amending act №17458Modifies the calculation of taxable import value, excluding certain customs duties.
amending act №89590Revises procedures for advance tax payments based on prior year's income.
amending act №1336No change. The draft incorrectly claims modification of article 310 - no such change exists in the text.
amending act №26380Specifies that tax obligations for individuals working at foreign diplomatic missions apply only to income received after January 1, 2005, and are due by April 1, 2006.
amending act №27106These lawyers work in the legal area related to this article.