1.აქციზი ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2.თუ გადასახადის გადამხდელს რომელიმე პერიოდისათვის აქვს აქციზის ვადაგადაცილებული დავალიანება, მაშინ ამ დავალიანების წარმოქმნის მომენტიდან მისი დაფარვის მომენტამდე მას ეკრძალება საქონლის მიწოდება (საწყობიდან გატანა) მასზე აქციზის გადაუხდელად. ამ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას აქციზი გადაიხდება ოპერაციის განხორციელების მომენტში.
