1.აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც: ა) აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში; ბ) ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში; გ) ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს; დ) ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას; დ 1 (ამოღებულია - 12.06.2020, №6343) ; ე) (ამოღებულია - 22.06.2016, №5445); ვ) ახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში ან პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას; ზ) ახორციელებს თავის მიერ იმპორტირებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
