1.აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) დიდი ოდენობით; გ) პირთა ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
4.ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. შენიშვნა:
1.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება ორი ათას ლარს.
2.ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ხუთი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1822 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.255 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2264 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.367 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.




