საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 265. აქციზისაგან გათავისუფლება
აქციზისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული ალკოჰოლური სასმელები; ბ) ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ანდა 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; გ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული; დ) ამ კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი და დროებითი შემოტანა. ე) საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საავიაციო საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი, რისთვისაც გადაიხდევინება აქციზი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია. იმპორტიორს უბრუნდება აქციზის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით; ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი ან/და მიწოდება; ზ) ამ კოდექსის 258-ე მუხლის ცხრილის მე-19 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის. აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი არ იქნა გამოყენებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის, გადასახადის გადამხდელს საბაჟო ორგანოები უბრუნებენ აქციზის გადახდილ თანხას; თ) საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავისა და საპოხი საშუალებების იმპორტი, რისთვისაც გადაიხდევინება აქციზი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია. იმპორტიორს უბრუნდება აქციზის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით; ი) მსუბუქი ავტომობილის იმპორტი ამ კოდექსის 270 5 მუხლის „ლ.დ“ და „ლ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად; კ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული აქციზური საქონლის იმპორტი ; ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკალტურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი №5569 - სსმ I, №45, 21.12.2007წ., მუხ.396 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1021 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.11 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 კარი XII (ამოღებულია) საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 თავი XXXIX (ამოღებულია) საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
