Article 186 — ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანა | საქართველოს საბაჟო კოდექსი
Article 186. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანა
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება უცხო ქვეყნიდან ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანა, თუ ეს სასაქონლო პარტია ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის მიიჩნევა, რომ შემოტანილი სასაქონლო პარტია ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი, თუ სრულდება შემდეგი პირობები: ა) სასაქონლო პარტია არარეგულარულად იგზავნება; ბ) სასაქონლო პარტია შეიცავს მხოლოდ მიმღების ან მისი ოჯახის წევრების პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ საქონელს, რომელიც მახასიათებლებით ან ოდენობით ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი; გ) გამომგზავნი მიმღებს სასაქონლო პარტიას კომპენსაციის გარეშე უგზავნის.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება 300 ლარამდე ღირებულების თითოეულ სასაქონლო პარტიაზე, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების ჩათვლით.
4. თუ რამდენიმე საქონლისგან შემდგარი სასაქონლო პარტიის ღირებულება აღემატება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ლიმიტს, ამ ლიმიტის ფარგლებში იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ის საქონელი, რომელიც ცალკე შემოტანისას გათავისუფლდებოდა იმპორტის გადასახადისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეული სასაქონლო ერთეულის ღირებულება არ შეიძლება დანაწევრდეს.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningსაქართველოს საბაჟო კოდ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…
For information only — not legal advice.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისთვის ქვემოთ მითითებულ საქონელზე სასაქონლო პარტიის მიხედვით ვრცელდება აგრეთვე შემდეგი რაოდენობრივი შეზღუდვები: ა) 200 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 50 სიგარილა ან სეს ესნ-ის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმი ან სეს ესნ-ის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულა და მსგავსი სახის პროდუქტი ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი (გარდა თამბაქოს ნედლეულისა), ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრები, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან სეს ესნ-ის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონელი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი; ბ) ჯამურად 1 ლიტრი 22% ან 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი ნაწარმი ან 80% ან 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტი ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი ნაწარმი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი ნაწარმის სახეობათა ნაკრები, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება; გ) 4 ლიტრი ღვინო და 16 ლიტრი ლუდი. შენიშვნა:
1. თუ ალკოჰოლიანი ნაწარმის ან/და თამბაქოს ნაწარმის ან/და სეს ესნ-ის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა აღემატება ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამავე მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
2. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეღავათით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან წარმოეშობა.
3. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ საქონელი ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი, თუ ის ერთჯერადად შემოიტანება და განკუთვნილია მიმღების პირადი მოხმარებისთვის ან მისი ოჯახის წევრების მიერ მოხმარებისთვის ან/და ჩუქებისთვის. ამასთანავე, საქონლის შემოტანა ერთჯერადია, თუ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში − 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის შემოტანის არაუმეტეს 1 შემთხვევაა. მუხლი 187. უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქმიანობის გასაგრძელებლად საწარმოს გადმოტანისას მისი კუთვნილი ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანა 1. ამ მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს სამრეწველო და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების შეუზღუდავად, იმ საწარმოს კუთვნილი ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანა, რომელიც წყვეტს უცხო ქვეყანაში საქმიანობას და ანალოგიური საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოდის, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს შემთხვევაში იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება აგრეთვე ამ საწარმოს კუთვნილი ბიოლოგიური აქტივი (გარდა მცენარისა).
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის „საწარმო“ არის დამოუკიდებლად მოქმედი სამეურნეო სუბიექტი, რომელიც საქმიანობას წარმოების ან მომსახურების სფეროში ახორციელებს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ძირითად საშუალებასა და სხვა აღჭურვილობაზე, რომელიც: ა) ფაქტობრივად გამოიყენებოდა საწარმოს მიერ უცხო ქვეყანაში (საიდანაც იგი გადმოტანილ იქნა საქმიანობის გასაგრძელებლად) საქმიანობის შეწყვეტამდე არანაკლებ 12 თვის განმავლობაში; ბ) საქართველოში იმავე მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი; გ) საწარმოს მახასიათებლებსა და ზომას შეესაბამება.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი საწარმოზე არ ვრცელდება, თუ მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა ხდება საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსთან შერწყმის ან მიერთების შედეგად ან ამ მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეორგანიზაცია ახალი საქმიანობის დასაწყებად ხორციელდება.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება: ა) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით არ არის განკუთვნილი წარმოების საშუალებად გამოყენებისთვის ან მომსახურების გაწევისთვის; ბ) მარაგზე, რომელიც განკუთვნილია (გამოსადეგია) ადამიანის მიერ მოხმარებისთვის ან ცხოველის საკვებად გამოყენებისთვის; გ) საწვავზე, ნედლეულის მარაგზე, მზა ნაწარმსა და ნახევარფაბრიკატზე; დ) ცხოველით მოვაჭრის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველზე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ძირითად საშუალებასა და სხვა აღჭურვილობაზე, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა საწარმოს მიერ უცხო ქვეყანაში საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან არაუგვიანეს 12 თვისა.
7. დაუშვებელია თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად ამ მუხლის შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საქონლის შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მისი უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათის არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი, საბაჟო ორგანომ აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს 36 თვემდე.
8. შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი სახით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება ამ საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.
9. ეს მუხლი შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან არასამეწარმეო საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირის მიერ ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანისას, თუ იგი საქმიანობის გასაგრძელებლად უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოდის. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №896 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. მუხლი 188. საქართველოში დაფუძნებული პირის მიერ უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული საკუთრებიდან მიღებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა 1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული საკუთრებიდან (მეურნეობიდან) მიღებული სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მებაღეობის ან მეტყევეობის პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, თუ ამ მეურნეობას მართავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი, რომლის ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარეობს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისთვის მეცხოველეობის პროდუქტი მიღებული უნდა იყოს საქართველოში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველისგან ან საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული ცხოველისგან.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე, რომელსაც არ გაუვლია დამუშავება, გარდა ისეთი დამუშავებისა, რომელიც, ჩვეულებრივ, თან ახლავს საქონლის მიღებას ან წარმოებას.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლის მიერ ან მისი დავალებით არის შემოტანილი.
5. ეს მუხლი შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოსა და უცხო ქვეყნის საზღვარზე მდებარე ტბაში ან წყლის არხში საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეთევზის მიერ თევზჭერით ან მეთევზეობით მოპოვებული პროდუქტისა და ამ ტბაში ან წყლის არხში საქართველოს მოქალაქეობის მქონე მონადირის მიერ ნადირობით მოპოვებული პროდუქტის მიმართ. მუხლი 189. უცხო ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლის მიერ სათესლე მასალის, სასუქის და სხვა საშუალების საქართველოში მდებარე მეურნეობაში გამოსაყენებლად შემოტანა 1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქართველოში მდებარე, უცხო ქვეყნის უშუალოდ მომიჯნავე საკუთრებაში (მეურნეობაში) გამოსაყენებლად განკუთვნილი სათესლე მასალის, ნიადაგისა და მოსავლის დასამუშავებელი სასუქისა და სხვა საშუალების შემოტანა, თუ ამ მეურნეობას მართავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი, რომლის ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარეობს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სათესლე მასალის, ნიადაგისა და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილი სასუქისა და სხვა საშუალების იმ რაოდენობაზე, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მეურნეობის საჭიროებისთვის.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ სათესლე მასალაზე, ნიადაგისა და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილ სასუქსა და სხვა საშუალებაზე, რომელიც პირდაპირ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უშუალოდ მწარმოებლის მიერ ან მისი დავალებით არის შემოტანილი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული საქონელი შეიძლება ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან.