1.მეურვეს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად: ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი; ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი; გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებლისათვის; დ) ფლობს აქციებს ან წილს სხვა მაუწყებელში ან იმ საწარმოში, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას; ე) არის სხვა მაუწყებლის ან იმ პირის, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას, თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი; ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი სხვა მაუწყებლის ან იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას.
2.მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
3.მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“– „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
4.გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
