1.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უძღვება კოლეგიის სხდომას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ ფუნქციებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას, თავმჯდომარის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, ასეთი დავალების არარსებობისას კი – უხუცესი მოადგილე.
2.თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შესრულებისას ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი კოლეგიის უხუცესი წევრი.
