1.სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
