1.2025 წლის 1 იანვრამდე: ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახით; ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს ანიჭებს რიგითის სამხედრო წოდებას; გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გასავლელად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისას პირს ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და იგი ინიშნება უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე; დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლა შესაძლებელია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის სახით. პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ირიცხება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ვადით; ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხი პირის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი დგინდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ვ) პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
