Article 62. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის ასაკი
Consolidation №12 Verified against the current consolidation · 13 May 2026
1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევას ექვემდებარება 18 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც იმყოფება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი.
2. პირი, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი და არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
თავდაცვის კოდექსი
