ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოცემულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
1.საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება: ა) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“ დამტკიცების თაობაზე“; ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ბ 1 ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; გ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების“ დამტკიცების თაობაზე“; დ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სპეციალური ფორმის“ დამტკიცების თაობაზე“; ე) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტის“ დამტკიცების თაობაზე“.
