კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Article 37^1. 5 . რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კლიენტების ფასიანი ქაღალდები
1. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი იყო, სპეციალური მმართველი ვალდებულია იმოქმედოს იმავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია მათი სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე გადატანით; ბ) ანგარიშის მფლობელთა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გადატანა ამ კანონის 37 7 მუხლით გათვალისწინებული კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან 37 8 მუხლით გათვალისწინებული დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების ფარგლებში; გ) ანგარიშის მფლობელთათვის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გამოყენებისას ანგარიშის მფლობელთა თანხმობა არ მოითხოვება.
