საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით. მისი ბრუნვა და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2.ემიტენტს უფლება აქვს, დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის მფლობელს წარუდგინოს მხოლოდ ისეთი შესაგებელი, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარეობს.
3.დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 30 წელი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომიდან. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ. თავი ოცდამეხუთე ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
These lawyers work in the legal area related to this article.