1.რატიფიცირებულ იქნეს საქართველოს მთავრობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულება („სამთავრობათაშორისო ხელშეკრულება“) „ზოგიერთი არსებული მილსადენი საშუალებების სრულყოფისა და განახლების, ახალი მილსადენი საშუალებების შექმნისა და ამ საშუალებებით ნავთობის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ“.
2.მიღებულ იქნეს 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულება („ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულება“), რომელიც დადებულია, ერთი მხრივ, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და, მეორე მხრივ, ამოკო კასპიან სიი პეტროლიუმ ლიმითედს: ბპ ექსფლორეიშენ (კასპიან სიი) ლიმითედს; დელტა ნიმირ ჰაზარ ლიმითედს; დენ ნორსკე შტატს ოლჯესელსკაპ ა.ს.-ს ექსონ აზერბაიჯან ლიმითედს; სააქციო საზოგადოება ლუკოილის; მაკდერმოტ აზერბაიჯან ინკ.-ს; პენზოილ კასპიან კორპორეიშენს; რამკო ჰაზარ ენერჯი ლიმითედს; აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას; თურქი პეტროლერი ა.ო.-სა და უნოკალ ჰაზარ ლტდ.-ს და მათი წარმომადგენლების, სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამოსილი პირების ჩათვლით („ნავთობკომპანიები“) შორის და მიეცეს კანონის ტოლფასი ძალა.
3.მიღებულ იქნეს 1996 წლის 8 მარტის ხეშეკრულება („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება“), რომელიც დადებულია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასა და ნავთობკომპანიებს შორის და მიეცეს კანონის ტოლფასი ძალა. 3 1 . 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულების („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება“), რომელიც დადებულია ნავთობკომ-პანიებსა და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას შორის, ტექსტში „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“-ს ჩაენაცვლოს „შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია .
4.საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასა და ნავთობკომპანიებს შორის 1996 წლის 8 მარტს დადებულ ხელშეკრულებაში („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება“) ცვლილება-დამატების განხორციელების შედეგად აღნიშნული ხელშეკრულების („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება“) მოქმედების დასრულების თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 8 ივნისი. საქართველოს 2006 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3579-სსმI, №42, 10.11.2006წ., მუხ.283 საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.
