1.კენჭისყრის შენობაში: ა) ხმის მიცემის ადგილი ისე უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობა. ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1 ხმის მისაცემი ადგილისა, სადაც უნდა იყოს 1 კალმისტარი; ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური კონვერტების განთავსებისთვის; გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა დაიდგას გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი; დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე ამ კანონიდან ამონარიდი იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია ბათილი საარჩევნო ბიულეტენი, და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები).
Article 63. კენჭისყრის შენობის მოწყობა
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
