საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანებია: ა) მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები); ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის; ბ) შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის მომსახურება როგორც ადგილზე გაცემით, ისე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით; გ) ბავშვთა და მოზარდთა საბიბლიოთეკო მომსახურება სასკოლო, დამოუკიდებელი საბავშვო ბიბლიოთეკებით ან მასობრივ ბიბლიოთეკებში სპეციალური საბავშვო განყოფილებებისა და ფონდების შექნის გზით. სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობა განიხილება როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ნაწილი; დ) ხანდაზმულთა და იმ პირთა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობის შეზღუდვა, სპეციალიზებული საბიბლიოთეკო მომსახურება; ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საბიბლიოთეკო მომსახურება. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2723 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.59 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3558 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №855 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.
Article 2. საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანები
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
Topics:Publishing
Red-line change· previous → current wording
საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანებია: ა) მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები); ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის; ბ) შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის მომსახურება როგორც ადგილზე გაცემით, ისე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით; გ) ბავშვთა და მოზარდთა საბიბლიოთეკო მომსახურება სასკოლო, დამოუკიდებელი საბავშვო ბიბლიოთეკებით ან მასობრივ ბიბლიოთეკებში სპეციალური საბავშვო განყოფილებებისა და ფონდების შექნის გზით. სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობა განიხილება როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ნაწილი; დ) მოხუცთა ხანდაზმულთა და ინვალიდთაიმ პირთა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობის შეზღუდვა, სპეციალიზებული საბიბლიოთეკო მომსახურება; ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საბიბლიოთეკო მომსახურება. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2723 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.59 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3558 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.

