„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 15. აუდიტის ჩატარების წესი
1. აუდიტი შეიძლება ჩატარდეს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ან სუბიექტის ინიციატივით.
2. აუდიტორულ დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს გარიგების პარტნიორი ან/და აუდიტორული ფირმის მიერ უფლებამოსილი პირი. აუდიტორული ფირმის შიდა პროცედურით შესაძლებელი უნდა იყოს გარიგების პარტნიორის იდენტიფიცირება.
3. სდპ-ის, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების/ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ტარდება ყოველი საანგარიშგებო პერიოდისთვის, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამსახური შესაბამის მარეგულირებელ ორგანოსთან/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად ადგენს, სდპ-ის აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა, საქმიანობის/დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც დამატებით ექვემდებარება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს.
4. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია აუდიტის პროცესში შედგენილი და გამოყენებული, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტები შეინახოს შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში.
