„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 14. აუდიტორული მომსახურების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
1. საქართველოში აუდიტი ტარდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA) არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებსაც მოიცავს ამ ორგანოს და მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი.
2. აუდიტის გარდა, სხვა აუდიტორული მომსახურების (მიმოხილვა, სხვა მარწმუნებელი გარიგება და დაკავშირებული მომსახურება) განხორციელებისას აუდიტორი/აუდიტორული ფირმა იყენებს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და დამტკიცებული მიმოხილვისა და დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სხვა მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტებს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია.
