„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 3. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამართლებრივი საფუძვლები
1. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს.
2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები შედგება: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისაგან (IFRS); ბ) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტისგან (IFRS for SMEs); გ) მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისგან; დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისგან.
3. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და გამოცემული სრული სტანდარტები, რომლებიც მოიცავს: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს; გ) ფინანსური ანგარიშგების ინტერპრეტაციების საერთაშორისო საბჭოს (IFRIC) მიერ ან ინტერპრეტაციების მუდმივმოქმედი კომიტეტის (SIC) მიერ მიღებულ ინტერპრეტაციებს.
