Article 12
1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია (გამონაკლისია ბრძანებულებები საქართველოს მთავრობის წევრის (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მოპოვების, შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის შესახებ).
2. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4601 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.105
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
