1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე მუხლის „გ“, „დ“, „ვ“, „თ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეზოლუციის რეჟიმის შემოღება აუცილებელია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ეროვნული ბანკი დროისა და სხვა, შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით აფასებს, რამდენად არსებობს კერძო სექტორის მიერ ან/და ადრეული ინტერვენციის ზომის ან/და საზედამხედველო ზომების გამოყენების საშუალებით ამ პუნქტით გათვალისწინებული რეზოლუციის საფუძვლების გონივრულ ვადაში სრულად აღმოფხვრის შესაძლებლობა.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
