Article 56
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ამ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
2. იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის ძალაში შესვლამდე გამოცემული და მოქმედი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება 1997 წლის 25 ნოემბრამდე.
3. ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების (მიუხედავად მათი დასახელებისა) ნორმატიული აქტებისთვის მიკუთვნების საკითხს, სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე, წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 3 1 . ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს (მიუხედავად მათი დასახელებისა), რომლებიც არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. 3 2 . ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და შეიცავს ინდივიდუალურ (ერთჯერად) დებულებას (დებულებებს), ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ამ დებულების (დებულებების) ნაწილში. საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №48, 30.11.2005წ., მუხ.316
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
