Article 58
1. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) შესახებ ორგანული კანონის მიღებამდე ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტების სახეები, იურიდიული ძალა, მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება ამ კანონით, მოქმედი კანონმდებლობისა და მათ შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ნორმატიული აქტების იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.
2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები, ხოლო მათ შექმნამდე – მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან 1997 წლის 25 ნოემბრამდე ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოაქვეყნონ ყველა მოქმედი ნორმატიული აქტი, რომელიც ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
