Article 59
Consolidation №49 Verified against the current consolidation · 22 Oct 2009
1. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) შესახებ ორგანული კანონის მიღებამდე ძალაშია ამ კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები.
2. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე საქართველოს კონტროლის პალატა იღებს შემდეგ ნორმატიულ აქტებს: ა) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება; ბ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილება.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
