1.საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება როგორც საერთაშორისო ფრენის, ისე ადგილობრივი ფრენის განხორციელებისას აქვს ნებისმიერ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმების ან/და მრავალმხრივი შეთანხმების შესაბამისად, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული გადამყვან-გადამზიდველი და საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდი ადგილობრივი ფრენის განხორციელებისას საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.თუ საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა უკავშირდება სარაკეტო-საარტილერიო სროლას, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებას ან სხვა მსგავს საქმიანობას, იგი ხორციელდება საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით.
3.საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
