Article 25. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის უფლება
1. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხორციელდება საქართველოში დაწესებულ ფრენის ნორმებთან მათი შესაბამისობის დადგენის შემდეგ, რაც დასტურდება სათანადო სერტიფიკატით. 1 1 . ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტოსა და სხვა სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის შესაძლებელია გაფორმდეს შეთანხმება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ფუნქციების, მოვალეობებისა და საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის 83 bis მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
2. საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საჰაერო კოდექსი
