Article 26. საჰაერო ხომალდისათვის აუცილებელი საბუთები
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდი საფრენად არ დაიშვება, თუ არ არის შემდეგი საბუთები: ა) სახელმწიფო რეგისტრირების სერტიფიკატი; ბ) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი; გ) საბორტო რადიოსადგურით სარგებლობის ლიცენზია, თუ ხომალდი აღჭურვილია რადიოაპარატურით; დ) საბორტო ჟურნალი; ე) სერტიფიკატი ეკიპაჟის თითოეულ წევრზე; ვ) მგზავრთა გადაყვანისას–მათი გვარების სია, გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტების მითითებით; ზ) ტვირთის გადაზიდვისას–მანიფესტი და ამომწურავი დეკლარაცია ტვირთის შესახებ.
2. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით შეიმუშაოს და გამოსცეს იმ საბუთების ნუსხა და ფორმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს საჰაერო ხომალდზე ფრენის დანიშნულებისა და მიზნების შესაბამისად.
3. სააგენტოს უფლება აქვს, არა უმეტეს 1000 კილოგრამი მასის კონსტრუქციის საჰაერო ხომალდისათვის სანორმატივო მოთხოვნების შემუშავებისას ზემოთ აღნიშნული ნუსხიდან გამონაკლისი დაუშვას.
4. სახელმწიფო და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე უნდა ინახებოდეს ის საბუთები, რომლებიც გათვალისწინებულია მათი მფლობელების მიერ შემუშავებულ ნორმატიული აქტებით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საჰაერო კოდექსი
