Article 27. საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი ნიშნები
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდს სახელმწიფო რეესტრში შეტანისას ენიჭება სარეგისტრაციო და ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშნები, რომლებიც დადგენილი წესით აღინიშნება საჰაერო ხომალდის გარე ზედაპირზე.
2. რეგისტრირებისა და ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშნების გარდა, საჰაერო ხომალდზე შეიძლება აღინიშნოს სიმბოლოები, ემბლემები და წარწერები, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრირების წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3. საქართველოს სამოქალაქო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ნიშნების ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს სააგენტო.
4. საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საჰაერო კოდექსი
