1.ფრენისათვის ვარგისი ყველა საჰაერო ხომალდი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრირებას სათანადო მოწმობის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემით.
2.სამოქალაქო საჰაერო ხომალდი რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.
3.სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ჩაიწერება ის ხომალდები, რომლებსაც აქვთ ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი.
4.სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს სააგენტო და მათ საფუძველზე ახორციელებს ხომალდების რეესტრის აღრიცხვას.
5.(ამოღებულია).
6.სახელმწიფო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.
7.სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრს აწარმოებს, მათი რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
8.

