საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ
For information only — not legal advice.
ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოქმედებს საქართველოს საინვესტიციო ცენტრი, რომლის ფუნქციებია: ა) ინვესტორთა მომსახურება და მათ მიერ წამოწყებულ სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეწყობა; ბ) საქართველოს, როგორც ინვესტირებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის წარმოჩენა, საინვესტიციო გარემოს, საკანონმდებლო ბაზის, საგადასახადო სისტემისა და ინვესტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება; გ) საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესაძლო პარტნიორების გამოვლენა და ერთობლივ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისათვის მათთვის რეკომენდაციების მიცემა; დ) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და მათი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის წარდგენა; ე) ინვესტიციების მოზიდვა, უცხო ქვეყნებისა და კომპანიების იდენტიფიკაცია და მათთან ინდივიდუალური კონტაქტების დამყარება. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37 საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41 თავი IV. ინვესტიციის დაცვის გარანტიები
Closest in meaning — including in other laws
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ