1.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია უცხოური საინვესტიციო ფონდი აღიაროს საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებაზე უფლებამოსილად, თუ დაკმაყოფილებულია სულ მცირე შემდეგი პირობები: ა) იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, ნებადართულია საინვესტიციო ფონდის ერთეულების შეთავაზება განუსაზღვრელი რაოდენობის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორებისთვის; ბ) უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, არ შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში; გ) საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის დადებულია თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; დ) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოურ საინვესტიციო კომპანიას ან, თუ უცხოური საინვესტიციო ფონდი ერთობლივი ფონდია, ამ უცხოური საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში დაფუძნებული აქვს ფილიალი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან დანიშნული ჰყავს წარმომადგენელი.
Article 15. უცხოური საინვესტიციო ფონდის აღიარების პირობები
Compare versions
1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია უცხოური საინვესტიციო ფონდი აღიაროს საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებაზე უფლებამოსილად, თუ დაკმაყოფილებულია სულ მცირე შემდეგი პირობები: ა) იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, ნებადართულია საინვესტიციო ფონდის ერთეულების შეთავაზება განუსაზღვრელი რაოდენობის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორებისთვის; ბ) უცხო სახელმწიფო, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, არ შედის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ქვეყნებისა და ტერიტორიების ნუსხაში; [ ბ) უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, არ შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] გ) საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის დადებულია თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; დ) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოურ საინვესტიციო კომპანიას ან, თუ უცხოური საინვესტიციო ფონდი ერთობლივი ფონდია, ამ უცხოური საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში დაფუძნებული აქვს ფილიალი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან დანიშნული ჰყავს წარმომადგენელი. 2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი პირობები უცხოური საინვესტიციო ფონდების საქართველოში აღიარებისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის. ასეთი პირობები შესაძლებელია, მათ შორის, ადგენდეს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიმართ მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს. 3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლის საფუძველზედაც აღიარებული საინვესტიციო ფონდები გათავისუფლდებიან ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ მოთხოვნათა შესრულებისგან, თუ უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან, ადგენს საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს. ეს წესი შეიძლება ეხებოდეს პროსპექტის შედგენასა და გავრცელებასთან, ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციასთან, წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე უცხოური საინვესტიციო ფონდების საქმიანობის სხვა პირობებს. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
The story of this article· 1
The amendments this article has been through
- · published 7 Dec 2023
Revised criteria for recognizing foreign investment funds to exclude those originating from high-risk jurisdictions as defined by the National Bank of Georgia.
amending act №5960671
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.






