1.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე, რომელიც არ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ასევე საქმიანობაზე, რომელზედაც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-13−მე-17 მუხლების შესაბამისად.
2.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე, რომელიც ასევე ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-12−მე-17 მუხლებით დადგენილი პროცედურებით, ხოლო მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში დანართის სახით აისახება.
3.საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე, რომელიც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას, სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე, ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით, წარუდგინოს სააგენტოს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადი. ასეთ შემთხვევაში ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაიცემა.
