1.
1.
Closest in meaning — including in other laws
ცხოველთა სამყაროს შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ზოოლოგიური კოლექციების ( ზოოპარკების , ზოობაღების , ოკეანარიუმების და სხვა ) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატის , გარდა სამოყვარულო ზოოლოგიური კოლექციებისა , შექმნა და შევსება გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით დაიშვება ლიცენზიის საფუძველზე .
3.გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით ზოოლოგიური კოლექციების შექმნისა და შევსების შესახებ ლიცენზიის გაცემის პროცედურა რეგულირდება „ ზოოლოგიური კოლექციების ( ზოოპარკების , ზოობაღების , ოკეანარიუმების , გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების ) გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით შექმნისა და შევსების შესახებ “ დებულების საფუძველზე , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო 4. ფიზიკურ პირთა კერძო საკუთრებაში არსებული ზოოლოგიური კოლექციების შევსება და მათ მიერ ახალი კოლექციების შექმნა დასაშვებია მხოლოდ ნადირობით , თევზჭერით და ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის სხვა ფორმებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ნადავლით .
5.ზოოლოგიური კოლექციები , რომლებსაც მეცნიერული , გენოფონდის შესანარჩუნებელი , კულტურულ - საგანმანათლებლო , სასწავლო - აღმზრდელობითი ან ესთეტიკური ღირებულება აქვთ , ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას . სახელმწიფო ზოოლოგიური კოლექციების პრივატიზება აკრძალულია .
6.გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ნუსხას , რომელთა გარემოდან ამოღებით შექმნილი ზოოლოგიური ( სამოყვარულო ) კოლექციები არ საჭიროებენ ლიცენზიას ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „ გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ნუსხის შესახებ , რომელთა გარემოდან ამოღებით შექმნილი ზოოლოგიური ( სამოყვარულო ) კოლექციები არ საჭიროებენ ლიცენზიას “ .
7.იმ გარეულ ცხოველთა ნუსხას , რომელთა დატყვევება , ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის აკრძალულია , ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „ გარეულ ცხოველთა ნუსხის შესახებ , რომელთა დატყვევება , ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის აკრძალულია “ .
8.ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაშვებულია ეგზოტური ცხოველების ყოლა , თუ : ა ) ამ პირებს აქვთ გარეული ცხოველების შენახვის სათანადო პირობები ; ბ ) ეს გარეული ცხოველები საფრთხეს არ უქმნიან გარშემო მყოფთ ; გ ) ეს გარეული ცხოველები შემოყვანილია ამ კანონის 50- ე მუხლის შესაბამისად .
9.ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარეულ ცხოველთა დატყვევება და ტყვეობაში ყოლა დასაშვებია სამინისტროს ლიცენზიით კანონმდებლობით დადგენილი წესით , თუ : ა ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ გარეული ცხოველების შენახვის სათანადო პირობები ; ბ ) ეს გარეული ცხოველები შემოყვანილია ამ კანონის 50- ე მუხლის შესაბამისად . საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120
The amendments this article has been through
Clarified that gene pool reserves are used for ex-situ conservation and outlined procedures for their creation and management.
amending act №12562Describe your situation — we'll help you find the right specialist.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი