სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 16. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა
1. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად სათანადო რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს/წარუდგენენ და ორგანიზაციულ და საინფორმაციო-ანალიტიკურ დახმარებას უწევს/უწევენ შესაბამისი უწყება/უწყებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ბ) ოპერაციულ დონეზე − სამინისტრო ან მინისტრის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილი უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი.
