1.თუ სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემოწმების შედეგად დარღვევა გამოვლინდა ან დარღვევის თაობაზე საკმარისი მტკიცებულებები შემოწმების გარეშეც არსებობს, სააგენტო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3.კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V სააგენტოს სისტემის ორგანიზება

