საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ
Article 4. შრომის ანაზღაურების ზოგადი წესი
1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს თანამდებობრივი სარგოს და სტაჟიორის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.
2. შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.
