საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
Article 36. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომლის შემუშავება ამ კანონის ამოქმედებამდეა დაწყებული
საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომლის შემუშავება ამ კანონის ამოქმედებამდეა დაწყებული, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცხადებულია შესაბამისი სატენდერო/შერჩევის პროცესის/ინტერესთა გამოხატვის პროცედურა ან შერჩეულია პროექტის განმახორციელებელი, წარედგინება საქართველოს მთავრობას ამ კანონით გათვალისწინებული განხორციელების ეტაპის განსაზღვრის მიზნით. საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: პროექტის ინიციირებისა და მომზადების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს, პროექტის კონცეფციას, განხორციელებულ კვლევებს და პროექტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
