1.სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, არსებული სოციალური პრობლემების შემცირებისა და გადაჭრის, სოციალური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების და ცვლილებების მხარდაჭერის მიზნით გააანალიზოს ინფორმაცია და ანალიზის შედეგების შესახებ მონაცემები მიაწოდოს თავის უშუალო ხელმძღვანელს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ანალიზის ფორმა და შესაბამისი მოთხოვნები განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება სოციალური მუშაკი.
